საზაფხულო ვაკანსია ქოლ-ცენტრში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საზაფხულო ვაკანსია ქოლ-ცენტრში
მომწოდებელი: ოდისეა
გამოქვეყნდა: 13 ივნ / ბოლო ვადა: 25 ივნ
მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "ოდისეა" 2016 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. "ოდისეას" წამყვან ადგილს წიგნის სამომხმარებლო ბაზარზე განაპირობებს უნიკალური გამოცემების რეალიზება და მკითხველებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება. 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას დაემატა ახალი მიმართულება - ისრაელის პრემიუმ კლასის კოსმეტიკის "Mon Platin"-ის ბრენდის სატელეფონო გაყიდვები ადგილზე მიტანის სერვისით.

კომპანია "ოდისეა" აცხადებს საზაფხულო ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა კომფორტულ გარემოში შეისწავლონ ახალი პროფესია (Telesale) და დასაქმდნენ მათთვის სასურველ პერიოდში.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 150.
სამუშაო გრაფიკი: 10:00 სთ - 16:00 სთ / 16:00 სთ - 22:00 სთ (კვირაში 30 სამუშაო საათი)
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი (360-1500 ლარი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
** კომპანიის პროდუქტის შეთავაზება/გაყიდვა;
** ქოლ-ცენტრის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი ელემენტარულ დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@odisea.ge 2018 წლის 25 ივნისამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე