სავაჭრო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ნატურლენდი
გამოქვეყნდა: 13 ივნ / ბოლო ვადა: 13 ივლ
სადისტრიბუციო კომპანია "ნატურლენდი" ეძებს სავაჭრო წარმომადგენელს, "ტიტანიას" ბრენდისთვის, სილამაზის სალონების მიმართულებით სამუშაოდ.

კომპანია წარმოადგენს ბრენდების: "ვინი", "ნუტრილაკი", "მილინპარასი", "ტიტანია" და "ტობიკიდსი" ექსკლუზიურ იმპორტიორს საქართველოში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდი: ტიტანია

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** სამუშაო დრო: თავისუფალი სამუშაო გრაფიკი, შესაძლებელია სხვა მსგავს სამსახურთან შეთავსება;
** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან.

ძირითადი მოვალეობები:

** სილამაზის სალონებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა ლოკაციაზე;
** სილამაზის სალონებისთვის ბრენდ "ტიტანიას" პროდუქციის შეთავაზება და რეალიზაცია;
** ახალი ობიექტების მოძიება და ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ბრენდის ნაბეჭდი და სხვა პრომო მასალის გავრცელება სალონებში;
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა.

მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სილამაზის სალონის პროდუქციის დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სასურველია უცხოენების ცოდნა (რუსული, ინგლისური);
** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** სქესი: მდედრობითი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** თვითპრეზენტირების უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
** არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მითითებულ ელ-ფოსტაზე: info@naturland.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე