სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 13 ივნ / ბოლო ვადა: 25 ივნ
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს სტაჟირებას მარკეტინგის დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბლოგებისთვის კონტენტის მომზადება.
** შესყიდვის დოკუმენტაციის მონიტორინგი და კონტროლი.
** საჭიროების შემთხვევაში პარტნიორების მოძიება.
** დაგეგმილი კამპანიის, აქციის ფარგლებში სასაჩუქრე და სარეკლამო მასალის შესყიდვა;
** კამპანიის/აქციის რეპორტინგის მომზადება. (სხვადასხვა რეპორტინგის მომზარება)
** ფოტო და ვიდეო გადაღებაში ჩართულობა
** სხვა მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგის ან ჟურნალისტიკის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2018 წლის 25 ივნისის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე