იურისტი, ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურისტი, ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ვახტანგ მაჭავარიანის იურიდიული ოფისი
გამოქვეყნდა: 13 ივნ / ბოლო ვადა: 13 ივლ
იურიდიული კომპანია "ვახტანგ მაჭავარიანის იურიდიული ოფისი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. იურისტი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი ქ. თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული.
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 800 ლარი + საბონუსე სისტება
** 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა.
** გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ანაზღაურება გაიზრდება შეთანხმების საფუძველზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი, მაგისტრი)
** სამოქალაქო და ადმინისტრაიული სამართლის მაღალ დონეზე ცოდნა.
** მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებში (მერია, საკრებულო და სხვა)
** სასურველია ჰქონდეს ადვოკატის ლიცენზია, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
** სასურველია სასამართლოში წარმომადგენლობის და დავათა წარმოების გამოცდილება.
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა;
**მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოპოვება და საქმისწარმოება;
** სასამართლო დავებში მონაწილეობა;
** მოლაპარაკებების წარმოება კორპორატიული ურთიერთობის მიმართულებით;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.

სხვა უნარები:

** სამართლებრივი ანალიზის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალურობა;
** სასურველი ასაკი: 25-დან 35 წლამდე.

2. იურისტი/საგადასახადო დავების სპეციალისტი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი ქ. თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული.
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 800 ლარი + საბონუსე სისტება
** 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა. გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ანაზღაურება გაიზრდება შეთანხმების საფუძველზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი, მაგისტრი)
** სამოქალაქო და ადმინისტრაიული სამართლის მაღალ დონეზე ცოდნა.
** სასურველია ჰქონდეს ადვოკატის ლიცენზია, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
** მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსთა სამინისტროში, შემოსავლების ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
** საგადასახადო დავებში მონაწილეობის გამოცდილება.
** საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა.
** სასამართლოში წარმომადგენლობის და დავათა წარმოების გამოცდილება.
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა;
** კლიენტის ინტერესების დაცვა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, აუდიტის სამსახურში და სასამართლოში.
** საქმისწარმოება - დოკუმენტაციის მოპოვება და დამუშავება.
** მოლაპარაკებების წარმოება კორპორატიული ურთიერთობის მიმართულებით;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.

სხვა უნარები:

** სამართლებრივი ანალიზის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალურობა;
** სასურველი ასაკი: 25-დან 35 წლამდე.

3. ოფისის მენეჯერი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი ქ. თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 600 ლარი
** 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა.
** გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ანაზღაურება გაიზრდება შეთანხმების საფუძველზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კორესპონდენციის წარმოება, კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება;
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, კომპანიებთან კომუნიკაცია;
** მოქმედი კლიენტების სიის შედგენა/განახლება
** კლიენტებთან შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებების/მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ინვოისების გამოწერა;
** კომპანიის დირექტორის/პარტნიორების მოთხოვნის შემთხვევაში მათი შეხვედრების ჩანიშვნა/შეხსენება,
** კომპანიის კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზება, კომპანიის ბიზნეს ბარათის განახლება, დოკუმენტების დასკანირება, ასლების გადაღება.
** ბრძანებების, ხელშეკრულებებისა და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების წარმოება;
** ოფისში ჩაი/ყავით გამასპინძლება, კლიენტებთან შეხვედრების შეხსენება
** საოფისე მასალებისა და ინვენტარის შეძენა/მონიტორინგი;
** ოფისში წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრა (ინტერნეტი, ელ. ენერგია, ხელოსნების გამოძახება და ა.შ.);
** კომპანიის დიასახლისის სამუშაო დღის დაგეგმვა და კონტროლი, შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა
** სხვა ზოგადი ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა, (როგორც ზეპირი, ასევე წერითი);
** MS Office (Word, Excel, PowerPoint, Outlook) პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** საუკეთესო საკომუნიკაციო უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის სწრაფად მოძიების უნარი;
** სასურველი ასაკი: 20-დან 30 წლამდე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@vmlawoffice.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: www.vmlawoffice.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე