პრობლემური სესხის ოფიცერი - იმერეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრობლემური სესხის ოფიცერი - იმერეთი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 12 ივნ / ბოლო ვადა: 26 ივნ
სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია. სს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. სს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: პრობლემური სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ზემო იმერეთის რეგიონი (საჩხერე/ჭიათურა)

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;

სამუშაო ადგილის მიზანი:

პრობლემური სესხების ოფიცერი პასუხისმგებელია ორგანიზაციის მიერ გაცემული პრობლემური სესხების ადმინისტრირება/ამოღებაზე, რაც გამოიხატება სესხების დაფარვის/გადახდის მიზნით ორგანიზაციის ინტერესების დაცვაში, მსესხებლებთან/თავდებებთან ორგანიზაციის სახელით ურთიერთობაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან/გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება;
** მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა;
** საქმიანობის კოორდინირება რეგიონის მენეჯერთან და რეგიონალურ იურისტთან.
** სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევა, პრობლემურ მსესხებლებთან და თავდებებთან ვიზიტებზე სიარული, სატელეფონო ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება.
** პერიოდულად ვიზიტების განხორციელება კლიენტებთან საცხოვრებლის მიხედვით;

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება)
** სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა);
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი; მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ("პრობლემური სესხის ოფიცერი ლაგოდეხში").

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 26 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე