რეგიონული ფასილიტატორი - შუახევი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეგიონული ფასილიტატორი - შუახევი
მომწოდებელი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გამოქვეყნდა: 12 ივნ / ბოლო ვადა: 25 ივნ
საქართველომ "მსოფლიო ბანკისგან" მიიღო კრედიტი შერჩეულ არეალებში ირიგაციის და დრენაჟის სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და მიწის რეგისტრაციის ეროვნული პროგრამისთვის წესების და პროცედურების შემუშავების მიზნით.

ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი (ILMDP) შედგება სამი კომპონენტისგან: 1. ირიგაციის და დრენაჟის განვითარების კომპონენტი; 2. მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი; 3. პროექტის მართვა. პირველი კომპონენტი ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, პროექტის დაგეგმვისა და მონიტორინგის განყოფილების მეშვეობით (PPMD). მეორე კომპონენტი ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით.

მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულია მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი, რომლის მიზანია კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია. პროექტი განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ 12 საპილოტო არეალზე, ხოლო პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ერთიანი საკადასტრო ბაზის შექმნასა და საკადასტრო ხარვეზებისა და უზუსტობების აღმოფხვრას.

საპილოტო პროექტის ფარგლებში, სააგენტოს მიერ პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, დარეგისტრდება 12 საპილოტო არეალში მდებარე მიწის ნაკვეთები. პროექტის ფარგლებში დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე, შემუშავდება მიწის სისტემური რეგისტრაციის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემური რეგისტრაციის განხორციელების წესებსა და პროცედურებს.

საპილოტო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები განხორციელდება ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს სამ მიდგომას:

1. საველე-ტექნიკური სამუშაოებისა გახორციელებასა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას, ასევე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ანალიზს კერძო კომპანიების მიერ;
2. საველე-ტექნიკური სამუშაოებისა გახორციელებასა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას, ასევე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ანალიზს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ;
3. საველე-ტექნიკური სამუშაოებისა გახორციელებასა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას კერძო კომპანიის მიერ, ხოლო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ანალიზს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

საპილოტო პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტო აცხადებს 2 (ორი) ადგილობრივი რეგიონული ფასილიტატორის შერჩევას პროექტის მხარდასაჭერად შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევში.

სამუშაოს აღწერილობა და ფუნქციები:

რეგიონული ფასილიტატორები:

** ხელს უწყობს სისტემური რეგისტრაციის პროცესს და ამყარებს კომუნიკაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტთან;
** უზრუნველყოფს სოციალურ მობილიზაციას, დაინტერესებული პირების საკონტაქტო ინფორმაციის მოგროვებას და მოსახლეობასთან თანამშრომლობას დადგენილი გეგმის შესაბამისად;
** მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას საპილოტო პროექტის მიზნების, პროცედურების და სარგებლის შესახებ;
** ორგანიზებას უწევს საპილოტო არეალში დაგეგმილ ღონისძიებებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან და სააგენტოსთან შეთანხმებით;
** მოსახლეობას აცნობს მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებს;
** ხელს უწყობს მიწის ნაკვეთების აზომვისას დოკუმენტაციის შეგროვებას;
** გამოავლენს მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს და თანამშრომლობს ადგილობრივ მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტთან პროექტის მენეჯერის თანხმობის შესაბამისად;
** კოორდინაციას უწევს საჯარო გაცნობის პროცესს საპილოტო არეალში, აგროვებს და სათანადო წესით არეგისტრირებს საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმების შესახებ მოქალაქეთა განცხადებებს;
** უზრუნველყოფს მხარეებს შორის მედიაციას მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად;
** გამოავლენს პრობლემულ საკითხებს და შეიმუშავებს მათი მოგვარების ერთიან პრაქტიკას;
** ამზადებს ყოველკვირეულ ანგარიშს, მათ შორის შესრულებული სამუშაოების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს.

ანგარიშების წარდგენა: რეგიონული ფასილიტატორები ანგარიშებს წარუდგენენ კომპონენტის მენეჯერს.

დავალების ხანგრძლივობა: ტექნიკური დავალება მოიცავს სრულ განაკვეთს. შერჩეულ კონსულტანტთან ერთთვიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ შესაძლებელია ხელშეკრულების გაგრძელება დამატებით 2 თვემდე ვადით.

უნარები

რეგიონულ ფასილიტატორებს უნდა გააჩნდეთ შემდეგი უნარები:

** უმაღლესი განათლება სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან/და სხვა მსგავსი მიმართულებით;
** ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** მიწის რეგისტრაციის კანონმდებლობისა და წესების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint;
** ანგარიშების მომზადების უნარი.

ენების ცოდნა:

** ქართული - სრულყოფილად;
** ინგლისური - კარგად;

დამატებითი პირობები

აპლიკანტს ნამუშევარი არ უნდა ჰქონდეს საჯარო უწყებაში/ადმინისტრაციულ ორგანოში ბოლო 6 თვის განმავლობაში.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა გაითვალისწინონ მსოფლიო ბანკის 2011 წლის იანვრის, 2014 წლის ივლისში განახლებული "მსოფლიო ბანკის სესხის ამღებთა მიერ კონსულტანტების შერჩევის და დაქირავების (რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხების და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტების და გრანტების ფარგლებში) სახელმძღვანელო პრინციპების" ("კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები") 1.9 პარაგრაფი, რომელშიც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე.
კონსულტანტი შერჩეული იქნება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის მეთოდის გამოყენებით, რომელიც "კონსულტანტის სახელმძღვანელო პრინციპებშია" წარმოდგენილი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: lmd@napr.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "ადგილობრივი რეგიონული ფასილიტატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე