შერჩევის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შერჩევის სპეციალისტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 11 ივნ / განახლდა: 11 ივნ / ბოლო ვადა: 22 ივნ
"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და "გორგია" პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ:

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს, ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. კომპანია გორგიას მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. გორგიას გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ვაკანსიის განთავსება;
** კანდიდატების მოძიება სხვადასხვა არხებით;
** შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრებების და ტესტირებების დაგეგმვა/ჩატარების უზრუნველყოფა;
** კანდიდატების სარეზერვო ბაზის შექმნა;
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** შერჩევის მიმართულებით, მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური/რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 22 ივნისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject6@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე