მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 9 ივნ / ბოლო ვადა: 22 ივნ
კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე თბილისში.

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და "გორგია" პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის პრინციპების დაცვით;
** სააქციო ზონების დაგეგმარება და მოწყობა;
** სეზონური განლაგებების ცვლილებების დაგეგმვა და დეკორაციების მოწყობა;
** შესაბამისი პოს მასალის, ბანერებისა და ნავიგაციების განთავსების ორგანიზება;
** მივლინებები რეგიონებში;
** ფოტო აუდიტის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვების, მერჩენდაიზინგის მიმართულებით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ანალიზის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV 22 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hrproject1@gorgia.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე