ლოგისტიკის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოგისტიკის ოპერატორი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 9 ივნ / ბოლო ვადა: 22 ივნ
კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და "გორგია" პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** GPS მონიტორინგი;
** ოდომეტრთა აღრიცხვა (Excel-ში);
** საწვავის გაცემა და მონიტორინგი გაცემული საწვავის გახარჯვაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია აღნიშნული მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Excel მაღალ დონეზე).

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV 22 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hrproject1@gorgia.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე