კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 9 ივნ / ბოლო ვადა: 22 ივნ
კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და "გორგია" პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტებია (ობიექტების სამშენებლო-სარემენტო მასალებითა და ინვენტარით უზრუნველყოფა): აქსისი, M2, ისთ ფოინთი, გალერია თბილისი, სასტუმრო მილენიუმი, მწვანე ბუდაპეშტი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, გელათის ტაძარი, გლდანი მოლი, ჭრელი აბანო, ჰენკელის ქარხანა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** შეხვედრებისა დაგეგმვა;
** პრეზენტაციების ორგანიზება და ჩატარება;
** არსებულ კლიენტებთან ბიზნეს პროცესების მართვა;
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით სერტიფიკატი (კურსი, ტრენინგი);
** სასურველია მართვის მოწმობა (ავტომობილიც).

პიროვნული თვისებები:

** ძლიერი ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV 22 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hrproject1@gorgia.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე