კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 9 ივნ / ბოლო ვადა: 22 ივნ
კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე, იმპორტის დეპარტამენტში, თბილისში.

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და "გორგია" პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შესყიდვისა და გაყიდვის პროცესების მართვა და კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
** პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა, არსებული ასორტიმენტის, გაყიდვებისა და ბაზრის ანალიზის საფუძველზე;
** ახალი ბრენდების/მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
** შესყიდვების გეგმის შედგენა;
** შესყიდული პროდუქციის გაყიდვების მხარდაჭერა და პროცესის მართვა;
** ფასწარმოქმნის ანალიზი და პროდუქციის ფასების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** გაყიდვებისთვის დაგეგმილი აქციებისა და სხვა აქტივობების ეფექტურობის დადგენა და მონიტორინგი;
** შეთავაზების კატალოგების მომზადება გაყიდვების სტიმულაციისთვის;
** პროდუქციის ანალიზი - შესყიდვის, გაყიდვის და მარაგის მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე;
** სასურველია გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური, რუსული ან/და თურქული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 22 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hrproject1@gorgia.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე