სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 9 ივნ / ბოლო ვადა: 22 ივნ
კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე თბილისში.

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და "გორგია" პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა;
** ობიექტზე მომუშავე თანამშრომლების მართვა;
** რესურსების სწორად განაწილება;
** მშენებლობის ხარისხის კონტროლი;
** ნახაზებისა და სხვა დოკუმენტების გადამოწმება;
** სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და მიმდინარე დანახარჯებთან შედარება;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა მენეჯმენტთან;
** უსაფრთხოების ნორმების ცოდნა და დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო კომპანიაში, მსგავს პოზიციაზე;
** ნახაზის წაკითხვის, პროპორციულობისა და პროდუქტის მარკიანობის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 22 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hrproject1@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე