საგრანტო კონკურსი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგრანტო კონკურსი
მომწოდებელი: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 8 ივნ / ბოლო ვადა: 2 ივლ
თანდართული ფაილი: 178886-csrdg-grant.zip
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოებას. პროექტს ახორციელებს "კონრად ადენაუერის ფონდი" (KAS) და ოთხი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" (CSI), "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი" (CTC), "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG), "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" (EDEC).

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა შემდეგი 4 მიზნის მიღწევას ესწრაფვის:

** სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მდგრადობის გაზრდა დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის წახალისებით.
** სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები.
** სამოქალაქო საზოგადოების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში.
** სამოქალაქო საზოგადოების ღონისძიებებისა და ინიციატივების მხარდაჭერა ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით.

CSRDG-ის მიერ განსახორციელებელი აქტივობებიდან ერთ-ერთი აქტივობა ითვალისწინებს გრანტების გაცემას საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალებულების და გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიმართულებით.

საგრანტო კონკურსის მიზანი და ამოცანები:

საგრანტო კონკურსის მიზანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიზნობრივ აუდიტორიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ასევე მათი ხილვადობის და ლეგიტიმურობის ზრდას.

საგრანტო კონკურსის ამოცანებია:

** საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სათემო ჯგუფებში ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ინსტრუმენტების/პროცესების დანერგვა და გაუმჯობესება
** საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სათემო ჯგუფების საქმიანობაში თანამონაწილეობითი მეთოდების დანერგვა და გაუმჯობესება.

საპროექტო წინადადება შესაძლოა მოიცავდეს, თუმცა არ შემოიფარგლებოდეს შემდეგი ტიპის აქტივობებით:

** სამოქალაქო ორგანიზაციების/სათემო ჯგუფების საქმიანობის საპოპულარიზაციო ღონისძიებები და ხილვადობაზე მიმართული კამპანიები
** სხვა ორგანიზაციებთან/ჯგუფებთან (მათ შორის, სხვა სექტორიდან) კავშირების დამყარება და გაღრმავება
** მიზნობრივი ჯგუფების საჭიროებების კვლევა
** პროექტების/საქმიანობების შეფასება, მიღწეული შედეგების საზოგადოებისათვის უკეთ წარმოსაჩენად
** ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების დახვეწა მათი გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად
** და სხვა.

სრული ინფორმაცია იხილეთ დანართში.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 2 ივლისი,18:00 საათი.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე