მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 7 ივნ / ბოლო ვადა: 30 ივნ
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე "თეგეტა მოტორსის" შვილობილ კომპანიებში.

ვაკანსიის კოდი: TGM0000135
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ბუღალტერია
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კომპანიაში, საშუალო ყოველწლიური ბრუნვით 50 000 000 ლარის ოდენობით.
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი; სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, ფინანსები.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი (ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური - კარგი (ჩაითვლება უპირატესობად).

უნარები:

** გუნდის მართვის უნარი;
** Microsoft Office Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 10 კაციანი გუნდის მართვის გამოცდილება;
** საგადასახადო და ფინანსური აუდიტის წარმატებით გავლის გამოცდილება;
** მუშაობის გამოცდილება SAP/ERP სისტემასთან სასურველია, მაგრამ არ წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნას.

სამუშაოს აღწერა:

** ჰოლდინგის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, კომპანიების საბუღალტრო სამსახურების მიზნების განსაზღვრა, მათი მაღალი ხარისხით შესრულების კონტროლი;
** საკანონმდებლო მოთხოვნების და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად შვილობილი კომპანიების საერთო ბუღალტრული აღრიცხვის და საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება და სტანდარტების შექმნა, შესაბამისი საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის აწყობა, დროში ოპტიმალურად დაგეგმვა და მართვა, ჰოლდინგის შიდა სტანდარტების გათვალისწინებით;
** საბუღალტრო გატარებებისთვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტაციის სტანდარტების შექმნა და კომპანიის მასშტაბით მათი დაცვის კონტროლი;
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** საგადასახადო აუდიტის დროს, შვილობილი კომპანიების სახელით ურთიერთობის წარმართვა აღნიშნულ ორგანოებთან საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში და კომპანიის ინტერესების მაქსიმალური დაცვით;
** საბუღალტრო სამსახურის მხრიდან კომპანიების კლიენტებთან/პარტნიორებთან (ბანკები, დებიტორები, კრედიტორები და სხვ.) მოლაპარაკება და საქმის წარმოება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიების მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და მათ მინიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
** საგადასახადო ხარჯების ოპტიმიზაციის მუდმივი ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
** საბუღალტრო სამსახურის თანამშრომელთა მართვა; გუნდის ჩამოყალიბებაზე და მის მუდმივ განვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება;
** მისადმი დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, პასუხისმგებლობების ეფექტიანი გადანაწილება და შესრულების ზედამხედველობა, მხარდაჭერა და კონტროლი ჰოლდინგში არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით;
** საბუღალტრო სამსახურის მიზნების და მასში დანერგილი პროცესების პერიოდული კომპლექსური ანალიზი ოპტიმიზაციის და აქტუალიზაციის მიზნით.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/135

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 30 ივნისი, 2018 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე