IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: გებრიუდერ ვაის
გამოქვეყნდა: 7 ივნ / ბოლო ვადა: 7 ივლ
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო კომპანია "გებრიუდერ ვაის"-ი (თბილისი, საქართველო) აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** საქმიანობის საინტერესო და მრავალფეროვან სფეროს
** საერთაშორისო სამუშაო გარემოს
** მიმზიდველ სამუშაო პირობებს, ასევე ბენეფიტებს
** თავისუფალ სივრცეს საკუთარი იდეებისთვის და მათი განხორციელებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** საკონტაქტო პიროვნება IT ოპერაციებთან დაკავშირებულ შემთხვევებში - მოხმარება, მომხმარებლების ტექნიკური დახმარება ცენტრალურ IT სერვისთან კოორდინაციით
** კომპანიის მხარდაჭერის პროცესისთვის დახმარების აქტიურად გაწევა, პერიოდული ინციდენტების დაფიქსირება, პრობლემის გადაჭრის მოთხოვნების შექმნა და მონიტორინგი, მომხმარებლისთვის პრობლემის გამოსწორების შეტყობინება
** ძირითადი მონაცემების მთავარ აპლიკაციებში შეყვანა და მეთვალყურეობა
** კომპანიის ახალი თანამშრომლებისთვის საბაზისო IT ტრენინგის დაგეგმვა და ჩატარება მეილის, შიდა კორპორატიული ქსელის და ძირითადი აპლიკაციების გამოყენებაში
** დეპარტამენტში IT დაკავშირებულ პროექტებზე დახმარება და მხარდაჭერა, მაგალითად პროგრამული უზრუნველყოფა, ახალი კლიენტები, ახალი პროდუქტები
** განვითარების პროცესის მხარდაჭერა და ჩართულობა
** ფილიალში ტექნიკური სამუშაოებისას თარიღების კოორდინირება, ინდივიდუალურ დეპარტამენტებთან შესაბამისი კოორდინაცია
** ახალი შენობების, ფილიალის ან ცალკეული დეპარტამენტის ადგილდებარეობის ცვლილებისას დახმარება და მხარდაჭერა, მაგალითად ტელეფონის, ვიდეოთვალის, ქსელის და ა.შ. გამართვა.
** კომპიუტერული საშუალებების შესყიდვა, ინსტალაცია, გაშვება, ფუნქციების შემოწმება და მხარდაჭერა
** კომპიუტერული საშუალებების შეკეთების ორგანიზება ან შესრულება (გარანტია/გადაცვლა)

უნარები და კომპეტენცია:

** კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარები
** სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება კომპიუტერული დიაგნოსტიკისა და IT სისტემების მხარდაჭერაში
** IT სერვისის მენეჯმენტის ცოდნა
** სასურველი იქნება გადაზიდვებში/ლოგისტიკაში გამოცდილება
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ქართულის, რუსულისა და ინგლისური ენების კარგი ცოდნა, როგორც წერილობით, ასევე ვერბალურად (გერმანულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროფესიული ცნობიერება.

ველით თქვენს განაცხადს!

პირველი ნაბიჯი:

გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტის დასახელებაში სამუშაო პოზიციის მითითებით, მისამართზე: hr.georgia@gw-world.com

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიის საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანიამ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, ასევე დაამუშაოს თქვენი მონაცემები და გადაამოწმოს მონაცემთა სისწორე. კომპანია თქვენ მონაცემებს შეინახავს გამოგზავნიდან 2 წლის მანძილზე სხვა ვაკანსიაზე განხილვის მიზნით. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გადმოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ წესებს. შეკითხვების ან ზემოთ აღნიშნული პუნქტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: შპს "გებრიუდერ ვაის", ევროპის ქ. 4, hr.georgia@gw-world.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე