სექტორის მენეჯერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სექტორის მენეჯერი - თელავი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 6 ივნ / ბოლო ვადა: 29 ივნ
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სექტორის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000134
ადგილმდებარეობა: თელავი
კატეგორია: სერვისის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი - სერვისის განვითარება; საავტომობილო სფერო.
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი

სფერო: ბიზნესის მართვა, ინჟინერია, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა

დამატებითი მოთხოვნები: მართვის მოწმობა - B კატეგორია

სამუშაოს აღწერა:

** სერვისის მისაღებად შემოსული მომხმარებლის საჭიროების დადგენა;
** სატრანსპორტო საშუალებისთვის ჩასატარებელი საჭირო სამუშაოების იდენტიფიკაცია და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** შეთავაზებულ მომსახურებაზე მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სერვისის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
** რთული ან არასტანდარტული პრობლემის დაფიქსირებისას, ხელოსნის კონსულტირება სწორი მომსახურების გაწევის მიზნით;
** სექტორის პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/134
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე