ფინანსური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 1 ივნ / ბოლო ვადა: 22 ივნ
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე "თეგეტა მოტორსის" შვილობილ კომპანიებში.

ვაკანსიის კოდი: TGM0000130
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ფინანსები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 3 წელი მსგავს პოზიციაზე, კომპანიაში საშუალო ყოველწლიური ბრუნვით 30 მლნ ლარის ოდენობით.
** განათლება: ბაკალავრის, მაგისტრის ხარისხი; სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, ფინანსები.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - ძალიან კარგი
** ინგლისური - ძალიან კარგი

უნარები:

** გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
** მართვის, კოორდინაციისა და თანამშრომელთა მოტივირების უნარები
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word; Excel; Outlook; PowerPoint).

დამატებითი მოთხოვნა: სასურველია MBA ფინანსების მიმართულებით.

სამუშაოს აღწერა:

** ჰოლდინგის სტრატეგიული ინტერესებისა და განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით, შვილობილი კომპანიების საერთო ფინანსური პოლიტიკის განსაზღვრა და მართვა ფინანსურ სტანდარტებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში;
** ჰოლდინგის შიდა სტანდარტების, საკანონმდებლო მოთხოვნების და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად, შვილობილი კომპანიების საერთო ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის პოლიტიკისა და პროცედურების დამტკიცება და შესრულების კონტროლი, საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის განხორციელების მხარდაჭერა; საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
** ჰოლდინგის საერთო მიზნებიდან გამომდინარე, კომპანიების ფინანსურ დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურების საქმიანობის მიზნების განსაზღვრა და მათი შესრულების მექანიზმების შექმნა. ამის საფუძველზე შესაბამისი სტანდარტების დამტკიცება და მათი დაცვის კონტროლი ჰოლდინგის შიდა სტანდარტების შესაბამისად;
** შვილობილი კომპანიების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, ფულადი ნაკადების მართვა და კონკრეტული ზომების შემუშავება, დაგეგვმა და განხორციელება, საჭიროებისამებრ შიდა და გარე ფინანსირების არხებთან ურთიერთობის წარმართვა;
** შვილობილი კომპანიების მომგებიანობის მაქსიმიზაციის მიზნით, მათი საქმიანობის პერიოდული დეტალური ფინანსური ანალიზი, ზრდის პოტენციალის და რესურსების ეფექტიანი გამოყენების შეფასება და რეკომენდაციების გაცემა/განხორცილება ფინანსური მართვის კუთხით;
** ჰოლდინგში დადგენილ ვადებში კომპანიის წლიური ბიუჯეტის შედგენა, პერიოდული გადახედვა და შესრულების კონტროლი;
** ფინანსური დეპარტამენტის გუნდის ჩამოყალიბება და მართვა, თანამშრომლების მიერ დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად და ხარისხიანად შესრულების კონტროლი და თანამშრომლების მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
** შვილობილი კომპანიების მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მათ მინიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა, შიდა კონტროლის სისტემის დანერგვა და ზედამხედველობა;
** ფინანსური მაჩვენებლების საშუალებით კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შეფასება და ოპტიმიზაციის მიზნით კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება და მენეჯმენტთან შეთანხმებით სათანადო რეაგირება;
** ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის მიზნებისთვის ინფორმაციულ სისტემაში მონაცემების დროული ასახვის უზრუნველყოფა ჰოლდინგში დადგენილი სტანდარტების და ვადების შესაბამისად;
** კომპანიების ცალკეული და კონსოლიდირებული პერიოდული ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების ზუსტი, სრულყოფილი და დროული მომზადების უზრუნველყოფა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), საგადასახადო კანონმდებლობის და ჰოლდინგის შიდა სტანდარტებისა და ვადების მიხედვით;
** ჰოლდინგის სტანდარტების შესაბამისად სააღრიცხვო პერიოდის დროულად და სწორად დახურვის უზრუნველყოფის მიზნით პროცესების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** შვილობილი კომპანიების საგადასახადო და ფინანსური აუდიტის პროცესების მართვა;
** ფინანსური პროცესების ავტომატიზაციის გაღრმავებაზე მუდმივი ზრუნვა და პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების დანერგვის ღონისძიებების მხარდაჭერა;
** კომპანიების ფინანსურ დეპარტამენტში შემავალი სამსახურების გამართული, ეფექტიანი და დროული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პროცესების ორგანიზება და კომპანიების სხვა სამსახურებთან კოორდინირება.
** შემუშავებული მიზნების, პოლიტიკის და მნიშვნელოვანი პროცედურების და ღონისძიებების საბოლოო დამტკიცებამდე და განხორციელებამდე ჰოლდინგის მენეჯმენტთან შეთანხმება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/130

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 22 ივნისი, 2018 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე