აღმასრულებელი დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორი
მომწოდებელი: Lion Way
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 31 მაი
სატრანსპორტო კომპანია "Lion Way" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

კომპანია 2014 წლიდან ეწევა სახმელეთო სახის ყველა ტიპის სატრანსპორტო მომსახურებას საქართველოში და მის მოსაზღვრე ქვეყნებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სატრანსპორტო კომპანიაში TOP მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** უცხო ენების ცოდნა, ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე / კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ტრანსპორტში არსებული რეგულაციების ცოდნა;

სამუშაო ფუნქციები

** კომპანიის საქმიანობის ხელმძღვანელობა;
** კომპანიის მართვისა და წარმომადგენლობის განხორციელება;
** კომპანიის მართვის სტრატეგიის / პოლიტიკის შემუშავება და ადმინისტრირება;
** კომპანიის თანამშრომლებს შორის მოვალეობების გადანაწილება, მათთვის სათანადო მითითებების და დავალებების მიცემა;
** კომპანიის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული პრობლემების მოწესრიგების კოორდინაცია;
** კომპანიის კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა, სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადება;
** რისკების ანალიზი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** დამაჯერებლობა;
** საუბრისას ლიდერული თვისებები;
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** სამართლიანობა და პრინციპულობა;
** ოპერატიული აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ობიექტურობა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) PDF ფორმატში ელექტრონულ მისამართზე: hr@lionway.ge 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე