საკრედიტო ექსპერტი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საკრედიტო ექსპერტი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: კრედიტ პლუს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 15 ივნ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტ პლუს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე ბათუმის, ფოთის, ქუთაისის, ზესტაფონის, ხაშურის, გორის, თბილისის, რუსთავის, მარნეულის და თელავის ფილიალებში.

"კრედიტ პლუს ჯორჯია" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა საქართველოს მასშტაბით, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 2011 წლიდან და წარმოდგენილია 11 ფილიალის მეშვეობით. კომპანიის მთავარი მიზანია მომხმარებელზე მორგებული სესხის პირობებით, ხელი შეუწყოს მათი საქმიანობის განვითარებას და წარმატებას.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, ზესტაფონი, ხაშური, გორი, თბილისი, რუსთავი, მარნეული და თელავი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
** საჭიროების შეთხვევაში პირდაპირი მარკეტინგის წარმოება;
** მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის რეგისტრაცია/გაცემა;
** პორტფელის მონიტორინგი;
** პრობლემური სესხის მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით
** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სექტორში
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა
** ქართული ენის მაღალ დონეზე ფლობა, რუსული და ინგლისური ენის ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, Outlook,) კარგად ცოდნა

სხვა მოთხოვნები:

** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
** ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება
** დროის ეფექტური მართვა
** ინიციატივიანობა, კრეატიულობა, აქტიურობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე
** ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ ** გეგმის შესრულებაზე ორიენტირებული ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ხელფასსა და საბონუსე ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და მეგობრულ გარემოს

სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@creditplus.ge არაუგვიანეს 2018 წლის 15 ივნისამდე. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე