სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 16 ივნ
"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში (HoReCa განყოფილება) თბილისში.

Global Beer Georgia ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა და აქტიურად ოპერირებს 2017 წლიდან. კომპანია თავად წარმართვას სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. GBG, როგორც ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას ისახავს. ამ დინამიურ და სწრაფ განვითარებად სფეროში, სწორი პოზიციონირება და დაგეგმვა, ბიზნესის წარმატების მთავარი წინაპირობაა. ჩვენი განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული პროფესიონალთა იმ გუნდზე, რომელიც GBG-ში არის გაერთიანებული. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და ყოველთვის მზად ვართ ის ახალი ენერგიით შევავსოთ - სწორედ ეს შეიძლება გახდეს თქვენი შანსი.

თუ ეძებთ სრულფასოვან კარიერას და სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე GBG-ში, ჩვენ შეიძლება სწორედ თქვენ გეძებდეთ.

Horeca-ს სტაჟიორის მოვალეობები:

** სავაჭრო წარმომადგენლის დახმარება პროდუქციის გაყიდვასა და წარმოდგენის ორგანიზებაში HoReCa-ს ქსელში
** სარეკლამო მასალების და გაყიდვებისთვის აუცილებელი ტექნიკის სარეალიზაციო ქსელში ეფექტური განთავსება
** სადისტრიბუციო ქსელის დროული ინფორმირება ფასდაკლებების, პრომო აქციების და სპეციალური შეთავაზებების მხრივ
** სადისტრიბუციო პროდუქციის მახასიათებლების და აღწერილობის სრულფასოვნად ცოდნა
** რეპორტინგის წარმოება მის უშუალო ხელმძღვანელთან
** სხვა დაკავშირებული საკითხები და ამოცანები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 20-25 წელი
** უმაღლესი განთლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** "B" კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი, ზეპირსიტყვიერი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
** მიზანდასახულობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com და გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე