ტრანზაქციების აღრიცხვის ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრანზაქციების აღრიცხვის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 30 მაი
"თიბისი ფეი", ფინანსური განყოფილება, აცხადებს ვაკანსიას ტრანზაქციების აღრიცხვის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილ თვითმომსახურების ტერმინალებში ფულადი ნაშთების ყოველთვიური რეპორტის მომზადება და კონტროლი (Cash report)
** კომპანიის პროვაიდერებთან და დილერებთან ანგარიშსწორების კონტროლი/ავტორიზაცია
** ბუღალტერიისთვის მისაწოდებელი რეპორტების და ავტორიზება
** შიდა პროექტების მართვა და კოორდინაცია
** კომპანიის ფინანსური პოლიტიკით გათვალისწინებული სააღრიცხვო პერიოდების დახურვაში მონაწილეების მიღება
** შიდა პროგრამულ სისტემაში გაწერილი საკომისიოების ავტორიზაცია
** აუდიტორებისათვის ინფორმაციის დამუშავება და მიწოდება
** ჯგუფის მართვა და კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
** გუნდის მართვის გამოცდილება
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საფინანსო, საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** აუცილებელია MS Office, Excel-ის სრულყოფილი, საფუძვლიანი ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

დამატებითი უნარები:

** გუნდის მართვა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული

სამუშაო პირობები:

** თიბისი ფეი, სს თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიაა 2008 წლიდან. თიბისი ფეი აქტიურად ანვითარებს ონლაინ გადახდების პლატფორმას, ნერგავს ტექნოლოგიურ სიახლეებს.
** ჩვენს გუნდში ვეძებთ ინტერესიან და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხრივ ვუქმნით საუკეთესო სამუშაო გარემოს, რომელიც დაფუძნებულია გუნდურ მუშაობაზე და განვითარებაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები - ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების და მუშაობის სტილიდან გამომდინარე)

გთხოვთ, არაუგვიანეს 30 მაისისა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - vacancy@tbcpay.ge

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე