რაიონული სადისტრიბუციო ცენტრის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რაიონული სადისტრიბუციო ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: ყაზტრანსგაზ-თბილისი
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 30 მაი
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" აცხადებს კონკურსს რაიონული სადისტრიბუციო ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური ან ეკონომიკური განათლება
** ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) სრულყოფილი ცოდნა
** რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა

უნარები:

** მართვისა და ორგანიზების უნარი;
** მიზანმიმართული და დასახული მიზნების შესრულებაზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** თვითმოტივაციის და თანამშრომლების მოტივირების უნარი;
** შედეგზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ქართულად გამართულად წერისა და მეტყველების უნარები;

ძირითადი მოვალეობები:

** სადისტრიბუციო ცენტრის მუშაობის დაგეგმვა;
** ყოველდღიური სამუშაოს პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** სადისტრიბუციო ცენტრისთვის დადგენილი გეგმების შესრულების კონტროლი;
** მიღებული და რეალიზებული ბუნებრივი აირის აღრიცხვა;
** რეალიზებული ბუნებრივი აირის საფასურის დადგენილ ვადაში ამოღების უზრუნველყოფა;
** დანაკარგების შემცირებაზე მუშაობა; დანაკარგების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;
** მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით უნდა გამოაგზავნონ მისამართზე: vacancies@ktg-tbilisi.ge (ან მოიტანონ შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი"-ს ცენტრალურ ოფისში-მისამართზე: მიცკევიჩის ქ. N18ა) 2018 წლის 30 მაისის ჩათვლით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე