უმცროსი მკვლევარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უმცროსი მკვლევარი
მომწოდებელი: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 1 ივნ
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს უმცროსი მკვლევარის ვაკანსიაზე.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი იწვევს უმცროს მკვლევარს შედარებით სამართლებრივ კვლევით პროექტში პროპორციულობის პრინციპის გამოყენება თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკაში: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შედარებით-სამართლებრივი კვლევა, მონაწილეობისთვის.

კვლევითი პროექტი ხორციელდება "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG) პროგრამის ხელშეწყობით, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

პროექტი შედგება 2 ნაწილისაგან: პირველი ნაწილი ეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის კვლევას თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე ნაწილი ეხება კანადის, აშშ-ის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რელევანტური სასამართლო პრაქტიკის ანალიზს.

უმცროსი მკვლევარი განახორციელებს სასამართლო პრეცედენტების წინასწარ კვლევას. იგი ასევე პასუხისმგებელი იქნება სტუდენტების საქმიანობასა და მათ მიერ მომზადებული სასამართლო გადაწყვეტილებების ბრიფების და დამუშავებული ლიტერატურის სისწორეზე. უმცროსი მკვლევარის და სტუდენტთა ჯგუფის მიერ მომზადებული მასალები, შემდგომი ანალიზის მიზნით გადაეცემა უფროს მკვლევარებს.

ძირითადი ვალდებულებები:

** სხვადასხვა ქვეყნების სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება და გაანალიზება;
** სტუდენტთა საქმიანობის მონიტორინგი და მათ მიერ მომზადებული დოკუმენტების სისწორის შემოწმება;
** ინფორმაციის გადამოწმება მონაცემთა ღია წყაროებზე დაყრდნობით;
** ანალიტიკური მასალების მომზადება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია და სხვა სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სამართლებრივი კვლევის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური ნაშრომის წერის უნარი და გამოცდილება;
** დროის ეფექტურად განაწილების და გუნდური მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა.

კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:

** პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის და სამოტივაციო წერილის საფუძველზე;
** მეორე ეტაპზე შერჩეული კანდიდატები შეასრულებენ წერით დავალებას;
** მესამე ეტაპზე გაიმართება გასაუბრება.

ანაზღაურება - განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე;
სამუშაო პერიოდი - ივნისი/2018 - იანვარი/2019;
დატვირთვა - 14 სამუშაო დღე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: i.gvaramadze@freeuni.edu.ge გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ "უმცროსი მკვლევარი".

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 1 ივნისის 18:00 საათი. გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ საბუთების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #240;
ელ. ფოსტა: i.gvaramadze@freeuni.edu.ge
ვებ-გვერდი: http://www.freeuni.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე