ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 25 მაი
სს "ტერაბანკი" საოპერაციო რისკების განყოფილებაში აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** საოპერაციო რისკის შემთხვევებისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის უზრუნველყოფა ბანკის სტრუქტურული ერთეულებიდან;
** ბანკის საოპერაციო რისკის მაჩვენებელზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება, საოპერაციო რისკის მაჩვენებლის მოცულობაზე დადგენილი შეზღუდვის კონტროლის უზრუნველყოფა;
** ბანკის საოპერაციო რისკისა და საოპერაციო რისკის მართვის სისტემის სრულყოფის წინადადებების შესახებ ანგარიშგების წარმოება;
** საოპერაციო რისკის მართვის სისტემის სრულყოფისთვის მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლის განხორციელება;
** ბანკში მომზადებული პროცედურების, ინსტრუქციების წინასწარი შემოწმება რისკების კუთხით დოკუმენტის ძალაში შესვლამდე;
** ახალი პროდუქტის დამტკიცებამდე მის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და რისკების შემცირების კუთხით რეკომენდაციების გაცემა;
** ინციდენტების, კრიზისული სიტუაციებისა და განზრახ/გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანის წინააღმდეგ ქცევის ძირითადი წესების განსაზღვრა და დანერგვა;
** ეროვნული ბანკის ყოველთვიური/ყოველწლიური ანგარიშგებების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ბანკში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საოპერაციო რისკების განყოფილებაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საბანკო პროგრამებში B2000 და LMS -ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა MS Office: Word, Excel, Power Point, Outlook, Visio;
** ჰქონდეს გავლილი საოპერაციო რისკების განხრით ტრენინგი/სასწავლო კურსი;
** სასურველია უცხო ენების (ინგლისურის და რუსულის) ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა 25.05.18-ის 18:00 სთ-მდე უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე: Vacancy@terabank.ge

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე