გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: რადიო თბილისი FM 93.5
გამოქვეყნდა: 16 მაი / განახლდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 31 მაი
რადიო "თბილისი" FM93.5 აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ამ პოზიციაზე მოსახვედრად კარგად უნდა ფლობდე და გიყვარდეს გაყიდვების ტექნიკა, ადამიანებთან ურთიერთობა, უნდა უსმენდე და გიყვარდეს რადიო.

ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ და მიზანსწრაფრულ გუნდის წევრებს, შრომისმოყვარე და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის ადამიანებს.

თუ ხარ პრეზენტაბელური,ხარ იდეებით სავსე, კრეატიული, ფლობ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს: MS Office - Word, Excel, PowerPoint და გაქვს გაყიდვებში მუშაობის კარგი გამოცდილება, გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

აუცილებლად გამოგზავნე მონაცემები 31 მაისის ჩათვლით.

** რეზიუმე (CV)
** სამოტივაციო წერილი

მისამართზე: tbilisifm93.5@gmail.com

ანაზღაურება: როგორც ფიქსირებული, ასევე საპროცენტო განაკვეთი და ბონუსები. (აპლიკანტის გამოცდილებიდან გამომდინარე).

წერილის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ: "გაყიდვების მენეჯერი"

არასრული განაცხადი არ განიხილება. ასევე არ განიხილება კომპანიის ტელეფონზე შემოსული ზარები.

დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთი" 20 წელია ეთერში და ფლობს 3 რადიოსადგურს:

დედაქალაქში - რადიო "თბილისი"FM93.5

კახეთის რეგიონში - რადიო "ჰერეთი" FM102.8

და "RELAX WEB RADIO" - ინტერნეტ რადიოს

რადიო "თბილისი" პარტნიორობს 15 რეგიონულ რადიოსადგურთან და 26 სატელევიზიო კომპანიასთან.

რადიო იწყება ჩვენით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე