ფარმაცევტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფარმაცევტი - ბათუმი
მომწოდებელი: საზღვაო ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 16 ივნ
სამედიცინო კლინიკის შიდა აფთიაქის ფარმაცევტი ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

აფთიაქში შემდეგი ფუნქციების შესრულება:

** მედიკამენტების, სახარჯი მასალებისა და სხვა ფარმაცევტული პროდუქციის მიღება;
** აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების აღწერა, აღრიცხვა შიდა პროგრამაში;
** აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემის კონტროლი;
** აფთიაქში არსებულ პროდუქციაზე ნაშთის კონტროლი;
** აფთიაქის გეგმიურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

სავალდებულო მოთხოვნები:

** დიპლომი ფარმაციის მიმართულებით (საშუალო განათლება);
** ფარმაცევტული წარმოების, სააფთიაქო დაწესებულების სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
** კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: tatia@sentineligmg.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე