სასტუმროს მენეჯერი - გრემი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასტუმროს მენეჯერი - გრემი
მომწოდებელი: სასტუმრო გრემი ჰოლი
გამოქვეყნდა: 15 მაი / ბოლო ვადა: 15 ივნ
სასტუმრო "გრემი ჰოლი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე, სოფ. გრემში.

სასტუმრო "გრემი ჰოლი" მდებარეობს სოფ. გრემში, კახეთში. სასტუმროს მენეჯერი გახდება ჩვენი გუნდის წევრი.

სამუშაო გრაფიკი: 10 დღიანი სრული სამუშაო განაკვეთი (10 დღე დასვენება).
ანაზღაურება: 50 ლარი დღეში.

მოვალეობები:

** სასტუმროს მუშაობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი
** სასტუმროში არსებული კვების ობიექტის მუშაობის კონტროლი
** სასტუმროს და მასში განთავსებული კვების ობიექტებში კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა.
** ღონისძიებების დაგეგმვა
** სტუმრების მიღება-გაცილება და მათი კომფორტის უზრუნველყოფა.

პიროვნული უნარ-ჩვევები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასტუმროს მენეჯმენტში სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: gremiwinery@gmail.com და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე