გაყიდვების კონსულტანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი - ქუთაისი
მომწოდებელი: მაღაზია
გამოქვეყნდა: 15 მაი / ბოლო ვადა: 15 ივნ
საამშენებლო მაღაზია "sly" ეძებს გუნდის ახალ წვერს და აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისში.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში;
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება.

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გამართული კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი ქართულ ენაზე;
** ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: sly.georgia@gmail.com გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე