ჯანდაცვის მენეჯმენტის/სამედიცინო რეგისტრატორის კურსები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ჯანდაცვის მენეჯმენტის/სამედიცინო რეგისტრატორის კურსები
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 15 ივნ
"VIP Intellect Group" გთავაზობთ ჯანდაცვის მენეჯმენტის და სამედიცინო რეგისტრატორის მოსამზადებელ კურსებს!

1. ჯანდაცვის მენეჯმენტის სასერთიფიკატო პროგრამა

კურსის მიზანია: კვალიფიციური ჯანდაცვის მენეჯერების მომზადება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესების ეფექტიან ადმინისტრირებას შეძლებენ.

მიზნობრივი ჯგუფები: ჯანდაცვის და სადაზღვევო ორგანიზაციების პერსონალი, ზოგადი სამედიცინო მენეჯერები, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, სტუდენტები, ამ სფეროებში დასაქმების მსურველები, რომელთაც სურთ იმუშაონ სამედიცინო დაწესებულებში მთავარ ექიმად, სამედიცინო ექსპერტად, პროგრამის კოორდინატორად, მენეჯერად, მითერად, ხარისხის კონტროლში, დაზღვევაში, სამედიცინო სოციალურ ექსპერტიზაში, ადამიანური რესურსების მართვა, რესეფშენში, ქოლ ცენტრში.

მოდულირებული პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ამოცანებს, ქეისების აქტიურ ანალიზს, მომზადებას და ტესტებს.

ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკაზე და მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მოთხოვნები. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით.

ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.

მოდულში გაერთიანებულია:

** ჯანდაცვის მენეჯმენტი: ჯანდაცვის პოლიტიკა, სისტემის შეფასება, ჯანდაცვის ეკონომიკა, ორგანიზაციული მენეჯმენტი, ჯანდაცვის სფეროს მარკეტინგი, მართული ჯანდაცვა, ამბულატორიისა და საავადმყოფოს მართვა და სხვა საკითხები.
** სამედიცინო ხარისხი: საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეპიდემიოლოგია, სამედიცინო სტატისტიკა, ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია,
** ჯანდაცვის სამართალი: ექიმის და პაციენტის უფლებები, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა, სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა 100, საავადმყოფო ფურცელი
** სადაზღვევო საქმე: ჯანმრთელობის დაზღვევა, სადაზღვევო სამართალი და სახელმწიფო და რეგულირება.
** პროექტის მართვა: სამედიცინო პროცესის კასკადის და ჯანდაცვითი პროგრამების დაგეგმვა, პროექტის მისიის და მიზნების მნიშვნელობა, ჯანდაცვის სფეროს კვლევები.
** პროგრამა ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და თანამედროვე მეთოდებს.

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი კურსი?

პროგრამა მსმენელს სთავაზობს:

** ინფორმაციას ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, კვლევის ძირითადი მეთოდების შესახებ, არსებული ინსტიტუციების მართვასა და ლიდერობაში, ფინანსირება-ბიუჯეტირებაში, ჯანდაცვის გლობალურ და ეროვნულ პოლიტიკაში;
** ტრენინგის სხვადასხვა საფეხურის კურსდამთავრებული შეიძენს მართვის ზოგად უნარ-ჩვევებს: სერვის პლუს, ძირითადი წინააღმდეგობების გადალახვა, მართვა კრიზის დროს, ეფექტური ურთიერთობა ორგანიზაციაში,
** სამედიცინო პერსონალის მოტივაცია და ორგანიზაცია, დროის მართვის თანამედროვე მეთოდები, ადამიანური რესურსების ეფექტური მართვის მიმართულებები და ფუნქციები, კადრების შერჩევა, თანამშრომლების მოვალეობები და სუბორდინაცია, საშტატო გადაადგილების ეფექტური მართვა, ზოგადი ფსიქოლოგია, კადრების განვითარება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი, საქმიანი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარ-ჩვევები, გუნდური მუშაობის ტაქტიკა და ტექნიკა;
** გაითვალისწინეთ: სრული კურსის გავლის შემდგომ ტესტირებაში უმაღლესი შეფასების მქონე მსმენელებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი და გაივლიან სასწავლო პრაქტიკას საქართველოს დარგის წამყვან დაწესებულებებში.

საუკეთესოები პრაქტიკას გაივლიან სრულიად უფასოდ წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში!

პროგრამის ხანგრძლივობა:

** კურსი მოიცავს: 24 საათს.
** კვირაში ჩატარდება: 3 ლექცია.
** კურსის ღირებულება: 350 ლარი

კურსს უძღვება: ანა სხვიტარიძე, მედიცინის დოქტორი, შპს "პრემიუმ მედ სერვისის" დირექტორი, ტრენერი.

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://vipintellect.ge/ge/register

გაითვალისწინეთ: ჩვენს მიერ მომზადებული არის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების კადრი, როგორიცაა: პსპ დაზღვევა, თიბისი დაზღვევა, კლინიკა მედლაფი, იმედის კლინიკა, მრავალპროფილიანი კლინიკა კონსილიუმ მედულა, ქირურგიის ეროვნული ცენტრი, ინგოროყვას კლინიკა, ავერსის დაზღვევა, სახალხო აფთიაქი, ივერმედი და სხვა.

2. სამედიცინო რეგისტრატორის მოსამზადებელი კურსი

კურსის შესახებ:

** კურსი ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.
** კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა იმისათვის, რომ კონკურენციის პირობებში მეტად მარტივად და კვალიფიციურად დასაქმდნენ სხვადასხვა წამყვან სამედიცინო ორგანიზაციაში, რეგისტრატორის პოზიციაზე.

კურსის მიზანია:

** მოლაპარაკების პრინციპების, ტექნიკისა და მართვის უნარების გამომუშავება.
** კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.
** კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან, ასევე ქეისების აქტიური ანალიზი და მომზადება.

კურსის თემატიკა:

** ზოგადი თერაპიული უნარ-ჩვევები ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია
** ზოგადი ფსიქოლოგია ზოგადი თერაპია
** ზოგადი ქირურგია
** ზოგადი ფარმაკოლოგია
** ჯანმრთელობის დაზღვევა კორპორატიული დაზღვევა
** ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვა დაზღვეული პაციენტის მომსახურება მოლაპარაკებების ძირითადი კომპონენტები
** მოლაპარაკების პროცესი გადაწყვეტილების მიღება
** მოლაპარკებების დროს სტრატეგიების სწორად გამოყენება
** მოლაპარაკების დროს ძირითადი წინააღმდეგობების გადალახვა სამედიცინო პროცესის კასკადის დაგეგმვა ინფორმაციის მიწოდება, რეგისტრაცია მონაცემების შეყვანა, როგორც სარეგისტრაციო ჟურნალში, ასევე, პროგრამაში ჯანდაცვის პორტალზე, e-mail-ის გაგზავნის ტექნიკა პაციენტის მომსახურების დაგეგმვა პაციენტის მოლოდინი პაციენტებთან ურთიერთობის ღირებულება პაციენტის კონსულტაცია გადამისამართება პრობლემების მართვა

კურსი მოიცავს:

** სრული კურსის ხანგრძლივობა: 24 საათი
** კვირაში ჩატარდება: 3 ლექცია
** ლექციის ხანგრძლივობა: 2 სთ
** კურსის ღირებულება: 250 ლარი

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://www.vipintellect.ge/ge/register

კურსს უძღვება: ხათუნა შუბითიძე, პრაქტიკოსი სპეციალისტი, მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ტრენერი.

მის: პეკინის 28 მე-6 სართ.
237-19-39; 593 61 82 12; 551 196110;
e-mail: ninovipicg@gmail.com
https://www.facebook.com/vipintellectgroup
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე