დროებითი ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დროებითი ოპერატორი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 16 აპრ / ბოლო ვადა: 27 აპრ
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას დროებითი ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული;
სამუშო პერიოდი: 1-დან - 6 თვემდე;

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** ფიზიკური/ იურიდიული პირების რეგისტრაცია;
** სადაზღვევო დოკუმენტაციის შიდა გაიდლაინებთან შესაბამისობის შემოწმება;
** დაზღვევის განაცხადების პროგრამული აღრიცხვა;
** პოლისების მომზადება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office);
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV), და ფოტო შემდეგ მისამართზე:

ჯიპიაი ჰოლდინგი
კოსტავას ქ. #67, 0171, თბილისი
ან ელ.ფოსტის მეშვეობით: jobs@gpih.ge

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება (დროებითი ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2018 წლის 27 აპრილი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე