დეპარტამენტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: ბელ მეზონი
გამოქვეყნდა: 16 აპრ / ბოლო ვადა: 16 მაი
მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას დეპარტამენტის მენეჯერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომელსაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:

** ჩვენს სფეროში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 2-3 წელი;
** გაყიდვების პროცესში აქტიურად მონაწილეობისა და კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების გუნდის მოტივირება, პროცესების ეფექტურობისთვის გადაწყვეტის გზების შეთავაზება;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, სასაუბრო დონეზე კი - რუსულსა და ინგლისურ ენებზე;
** საოფისე პროგრამების MS Office-ს კარგად ცოდნა;
** გაყიდვების პროცესის, ანალიზი და ზედამხედველობა;
** გაყიდვების ტექნიკების, სპეციფიკისა და სამომხმარებლო/მსყიდველობით ჩვევების კარგად ცოდნა;

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მუდმივი მუშაობა გაყიდვების გუნდთან, პროცესებისა და გუნდის ეფექტურობის გაზრდა;
** კლიენტებთან ურთიერთობა, გაყიდვის პროცესის მართვა და ზედამხედველობა, პრობლემური საკითხების გადაწყვეტა, მენეჯმენტი;
** მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა, მონაწილეობა პროდუქციის შერჩევასა და წამახალისებელი აქტივობების დაგეგმვაში;
** რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულობა;

პირობები:

ანაზღაურება 1500 ლარი + გაყიდვები ბონუსიდან;
პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა;
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო დღეების რაოდენობა: ექვსი
სამუშაო საათები: 10:00-19:00.

დამატებითი პირობები:

გამოსაცდელი ვადა - ორი თვე (ანაზღაურებადი)

დამატებითი ინფორმაცია:

თბილისი, თორნიკე ერისთავის ქ. 2
ვებ-გვერდი: http://www.bellemaison.ge | http://www.facebook.com/bellemaisontbilisi & http://facebook.com/VilleroyandBochGeorgia

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე შემდეგ მისამართზე: david@decorum.ge

კანდიდატები გაივლიან რამდენიმე ეტაპიან გასაუბრებას. სავალდებულოა:

** რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე და "subject"-ში მიუთითოთ "დეპარტამენტის მენეჯერი"-ს პოზიცია;
** გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმე, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს სრულიად, არ განიხილება;
** გაითვალისწინეთ, რომ ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი CV, არ დაექვემდებარება განხილვას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე