HR მენეჯერი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: HR მენეჯერი - თბილისი, ბათუმი
მომწოდებელი: ოცნება
გამოქვეყნდა: 16 აპრ / ბოლო ვადა: 16 მაი
"ოცნება" -ს ესაჭიროება HR მენეჯერი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტრესული და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** კომპანიაში ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა;
** ვაკანტურ პოზიციებზე თანამშრომელთა შერჩევის პროცესის მართვა (შერჩევის მეთოდის უზრუნველყოფა, აპლიკანტების ტესტირება, გასაუბრების ჩატარება/ შერჩევა, სარეზერვო კადრების ფორმირება);
** კარის საწარმოსათვის დაზგის ოპერატორების, მენეჯერების და ლითონისა და ხის სამუშაოების შესაბამისი კადრების შერჩევა, აგრეთვე სამშენებლო მასალების შოურუმების კონსულტანტებისა და მენეჯერების შერჩევა, გარე გაყიდვების სპეციალისტების შერჩევა.
** არსებული კადრების დატრენინგება, სწავლება, ტესტირება რეგულარული;
** საკადრო-ადმინისტრაციული დოკუმენტაციის (შრომითი ხელშეკრულებებისა და პირადი საქმეები) მოწესრიგება და წარმოება.
** ორგანიზაციული სტრუქტურის, თანამდებობრივი ინსტრუქციების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, სამუშაოს შინაგანაწესის, დისციპლინარული სანქციების, სამუშაო სტანდარტების დახვეწა/დანერგვა;
** თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის შემუშავება, ადმინისტრირება;
** კადრების განვითარების საჭიროებების გამოვლენა, განვითარების გეგმის შედგენა, განვითარების პროგრამის კოორდინაცია;
** ახალად აყვანილი თანამშრომლებისთვის საორიენტაციო სისტემების შემუშავება;
** თანამშრომლების დაქირავება/ გათავისუფლების პროცესის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია სოციალური მეცნიერებების (ფსიქოლოგიის), ან ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office: Word, Excel, PowerPoint, Outlook და Internet);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** ლიდერობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი/ბათუმი (შერჩეულ კადრს ხშირად მოუწევს ბათუმი-თბილისის ფილიალებში გადაადგილება).

ელ. ფოსტა HR@otsneba.ge
ტელ: 577 21 00 01 599384818
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე