პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: Leader System
გამოქვეყნდა: 16 აპრ / ბოლო ვადა: 16 მაი
შპს "ლიდერ სისტემი" იტალიური ბრენდის (LITOKOL) სამშენებლო მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში დაარსდა 2011 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით სამშენებლო მასალების სფეროში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა და უჭირავს ბაზრის 50 პროცენტი. შპს "ლიდერ სისტემი" მომხმარებელს სთავაზობს უმაღლეს ხარისხსა და სამშენებლო მასალების ფართო არჩევანს. კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს ახალგაზრდა პერსპექტიული კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

კომპანია "LEADER SYSTEM LLC" გიწვევთ თბილისში, პრისეილერის პოზიციაზე სამუშაოდ.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება და კლიენტების მოზიდვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივად ზრუნვა;
** კლიენტებისთვის პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა და კონსულტაციის გაწევა;
** კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და მონიტორინგი;
** პროდუქციის ცხელ ზონებში განთავსება და მონიტორინგი;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული მამაკაცები;
** უმაღლესი განათლება
** რუსული ენის დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი (სავალდებულოა)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** სწრაფად ათვისების უნარი
** სხარტი აზროვნება
** მიზანსწრაფული და შედეგზე ორიენტირებული
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი

პირობები:

** ანაზღაურება: პირველი 3 თვე მინიმუმ 1000 ლარი ხელფასი, ხოლო შემდეგ ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი + ბონუსი გაყიდული პროდუქციიდან.
** საწვავით და ტელეფონის ბალანსით უზრუნველყოფა.
** ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯის ანაზღაურება.
** 6 დღიანი სამუშაო გრაფიკი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათით), შემდეგ მისამართზე: hr@leadersystem.ge და გთხოვთ სათაურის ზოლში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე