მონაცემთა ბაზის პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მონაცემთა ბაზის პროგრამისტი
მომწოდებელი: მაგთიკომი
გამოქვეყნდა: 16 აპრ / ბოლო ვადა: 26 აპრ
შპს "მაგთიკომი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის პროგრამისტის პოზიციაზე.

დასაქმებულს მოუწევს დიდი მოცულობის მონაცემების გაცნობა, მუშაობა, მათი მხარდაჭერა და განვითარება.

ძირითადი მოვალეობები:

** მონაცემთა გადამუშავების ETL / ELT პროცესის ორგანიზება;
** მონაცემთა დასაწყობება (Data Warehousing);
** მონაცემთა ბაზებში პროცესების ავტომატიზაცია, ოპტიმიზაცია;
** რეპორტინგისთვის საჭირო მონაცემთა გარემოზე, სტრუქტურაზე მუშაობა;
** მონაცემების შესწავლა და ამისთვის, შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
** სხვადასხვა Ad Hoc რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური სპეციალობების მიმართულებით.

ძირითადი მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** SQL პროცედურული ენის ცოდნა;
** მათემატიკური აზროვნება და პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის უნარი;
** მოტივირებულობა, ახლის ძიებისა და განვითარების ინიციატივა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის სწორად განაწილებისა და ახლის სწრაფად ათვისების უნარები;
** რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge 26 აპრილის ჩათვლით. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე