სს "ტერაბანკი" აცხადებს ვაკანსიას საცალო სესხების ექსპერტის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** საცალო სესხებით დაინტერესებული მომხმარებლების მოზიდვა;
** კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი და შეთავაზებების გაკეთება;
** კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების მოწყობა;
** საცალო სესხების ანალიზი, დამუშავება და გაცემა;
** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და მათთვის შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება;
** საკრედიტო პორთფელის კონტროლი და სესხების დაფარვების მონიტორინგი;
** საკრედიტო პორთფელის მართვა - ზრდასა და ხარისხზე მუდმივი ზრუნვა;
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის განვითარების, საბანკო საქმის ან ფინანსების განხრით;
** მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება საკრედიტო კუთხით;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა;
** ენები: რუსული (სასურველია ინგლისური ენის ცოდნა)
მსურველებს გთხოვთ CV გამოგზავნოთ მისამართზე: career@terabank.ge
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 30.04.2018, 17:00 სთ.
აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და წარმოადგინოთ საბუთების ასლები, რადგან მიღებული საბუთები უკან არ უბრუნდება აპლიკანტს. ტესტირებისა და გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ კვალიფიციური კანდიდატები. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
გისურვებთ წარმატებას! |