მიმტანი - ახაშენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიმტანი - ახაშენი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 16 აპრ / განახლდა: 17 აპრ / ბოლო ვადა: 13 მაი
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას სასტუმრო "Akhasheni Resort"-ის კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მიმტანის პოზიციაზე.

მდებარეობა: ახაშენი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ხელფასი: 1000 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად).


ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული სტუმრების თავისუფალ ადგილამდე მიცილება (მწეველი/არამწეველი ადგილების შემთხვევაში მითითება);
** ა ლა კარტ მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ;
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
** მაგიდის გაწყობა, სერვისის დალაგება;
** დილის ბუფეტის მომსახურება;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა და გადამოწმება, საჭიროებისამებრ, დამატებითი შეკვეთის მიღება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** მოწესრიგებული;
** აქტიური;
** ორგანიზებული;
** ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარის მქონე;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მიმტანი".
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2018 წლის 13 მაისის ჩათვლით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე