გაყიდვების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების ოფიცერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 30 მარ / ბოლო ვადა: 30 აპრ
სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ს.ს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

ჩვენ ვეძებთ: ახალგაზრდა, მოტივირებულ, ახალ კურსდამთავრებულ ან ბოლო კურსის სტუდენტებს, ეკონომიკური, ფინანსური ან შესაბამისი სპეციალობით, რომელთაც აქვთ სურვილი თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.

თანამდებობა: გაყიდვების ოფიცერი
სამუშაო ადგილი: თბილისი

აუცილებელი მოთხოვნებია:

** უმაღლესი განათლება, სასურველია საბანკო/საფინანსო მიმართულებით;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

ძირითადი მოვალეობა და პასუხისმგებლობა:

** კრედოს პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება კონტრაქტორ მაღაზიებში;
** კლიენტისათვის საგანვადებო პროდუქტების შეთავაზება;
** კლიენტისათვის პროდუქტის დადებითი მახასიათებლების გაცნობა;
** ინვოისის შევსებაში დახმარების გაწევა;
** ფილიალის ადმინისტრატორისათვის რეგისტრირებული ინვოისების მიწოდების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით აქციებში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულებაში დახმარების გაწევა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 30 აპრილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე