ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ბელ მეზონი
გამოქვეყნდა: 30 მარ / ბოლო ვადა: 30 აპრ
მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაფიო მოთხოვნები და უნარები, რომელებსაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იმპორტ მენეჯმენტში და ლოჯისტიკურ საკითხებში;
** გამოცდილება კომპანიებთან ურთიერთობასა და მოლაპარაკებაში;
** გამოცდილება შესყიდვების, პროდუქციის ნაშთების, გაყიდვების დაგეგმვასა და კონტროლში;
** ანალიტიკური უნარები და ცოდნა, გაყიდვებისა და შესყიდვების ანალიზი აქედან გამომდინარე მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office-ის) კარგად ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:

** საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვების/იმპორტის მენეჯმენტი, ლოჯისტიკა და მასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების მოგვარება;
** საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობა;
** სასაქონლო მარაგების ანალიზი და ნაშთების მუდმივი კონტროლი;
** ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** დაქვემდებარებულთა მუდმივი ტრეინინგი, სხვადასხვა სამოტივაციო პროგრამების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** შესყიდვებისა და გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი.

პირობები:

** ანაზღაურება: 1700 ლარი + ბონუსები გაყიდვებიდან;
** პროფესიული ზრდის რეალური შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული; სამუშაო საათები: 10:00-19:00;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5-6 დღე (თვეში 2 შაბათი დასვენება, 2 შაბათი - სამუშაო);
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი).

საკონტაქტო ინფორმაცია:

მის.: თბილისი, თორნიკე ერისთავის ქ. 2
ვებ-გვერდი: www.bellemaison.ge | www.facebook.com/bellemaisontbilisi | www.facebook.com/VilleroyandBochGeorgia

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: david@decorum.ge

კანდიდატები გაივლიან რამოდენიმე ეტაპიან გასაუბრებას.

სავალდებულოა:

** რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ქართულ ან ინგლისურ ენაზე; "subject"-ში მიუთითეთ "საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი"
** გაითვალისწინეთ, რომ შემდგომი განხილვისათვის, რეზიუმე უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ აღწერილ მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე