პროგრამული უზრუნველყოფის/1C ERP მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის/1C ERP მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, 2011 წლის მეორე ნახევარში კი დაიწყო აქტიური განვითარება, რომელიც დღემდე გრძელდება. ამჟამად კომპანია ფლობს 112 მაღაზიას თბილისისა და რუსთავის მასშტაბით და წლის ბოლომდე გეგმავს მნიშვნელოვნად გაფართოებას. განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ ადამიანურ რესურსებს განიხილავს, ვინაიდან ჩვენი ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის (1C ERP) მთავარ სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** პროგრამა 1C-ში სხვადასხვა სახის მონაცემებისა და ბაზების პერიოდული მონიტორინგი ხარვეზების იდენტიფიკაციის და აღმოფხვრის მიზნით;
** პროგრამა 1C-ში მომხმარებლებისთვის მხარდაჭერა შეუფერხებლად მუშაობის მიზნით.
** ახალი თანამშრომლების უზრუნველყოფა საჭირო სახელმძღვანელოებით და მათთვის ტრენინგის ჩატარება;
** პროგრამის ყოველი განახლებისას და ახალი მოდულის ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე პროგრამის ტესტირება შესაძლო ხარვეზების გამოვლენისა და გასწორების მიზნით;
** მონაწილეობა ახალი მოდულების სახელმძღვანელოს შექმნაში და მომხმარებლებისთვის ტრენინგების ჩატარება;
** მომხმარებლების მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა ტიპის ანგარიშგების აწყობა;
** ხელმძღვანელთან ერთად სხვადასხვა ბიზნეს პროცესების შესწავლა მათი ავტომატიზაციის მიზნით, ტექნიკური დავალების დოკუმენტის შექმნა, შემსრულებელი კომპანიისთვის დავალების მიცემა, ახალი პროგრამული მოდულის ან ცვლილების ტესტირება, რეალურ ბაზაში გადატანა და მონიტორინგი.
** პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში მიმდინარე სხვა პროცესებში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სავალდებულო);
** უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველი);
** 1C ERP-UP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სავალდებულო);
** 1C-ს სხვადასხვა ვერსიებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერის აგებულების და ოპერაციული სისტემის (MS Windows xp7810) ცოდნა (სავალდებულო);
** MS Office (MS Excel ცოდნა მაღალ დონეზე);
** კომპიუტერის და POS (გაყიდვის წერტილის) პერიფერიული მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

უნარ-შესაძლებლობები:

** ლოგიკური და ანალიტიკური უნარები
** პიროვნული მახასიათებლები:
** დეტალებზე ორიენტირებული
** ყურადღებიანი
** პასუხისმგებლიანი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე