ლაბორატორიის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლაბორატორიის ასისტენტი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ
"ნუტრიმაქსი" 2009 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მისი დანიშნულება საშუალო და მცირე ზომის ფერმერების ცხოველთა და ფრინველთა უმაღლესი ხარისხის საკვებითა და საკვები დანამატებით უზრუნველყოფაა.

"ნუტრიმაქსი" წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ცხოველთა საკვების მწარმოებელი კომპანია Nutreco-ს და მისი შვილობილი კომპანია: Trouw Nutrition-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი პროდუქცია იყოს მუდმივად უმაღლესი და სტაბილური ხარისხის და ასევე ნებისმიერი მსოფლიო ინოვაცია სწრაფად და ეფექტურად დავნერგოთ საქართველოს ბაზარზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, შესრულება;
** ცხოველთა საკვებისა და ნედლეულის ხარისხის კონტროლი;
** ნიმუშების მიღება-აღრიცხვა და რეპორტების წარდგენა;
** ლაბორატორიაში ტექნიკასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი;
** მიღებული დავალებების დროული შესრულება;

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - საბუნებისმეტყველო მეცნიერების განხრით;
** საბუნებისმეტყველო მეცნიერების საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

კონკურსის ეტაპები:

** CV-ების მიღება-შერჩევა, ტესტირება და გასაუბრება (ჩატარდება ინტელექტუალური კოეფიციენტის განმსაზღვრელი ტესტირება - IQ )
** გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ ტესტირების ეტაპს;

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 25 თებერვლის ჩათვლით შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: info@nutrimax.ge და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ლაბორატორიის ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე