მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: საერთაშორისო ბრენდი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზარზე წარმოდგენილი საერთაშორისო ბრენდი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სალაროს მართვის გამოცდილება;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა;
** სალაროსთან მუშაობა და სალარო აპარატის გამოყენებით მომხმარებელთან ფულადი ტრანზაქციების მართვა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** საქონლის განთავსება დარბაზში დადგენილი წესის შესაბამისად;

პიროვნული თვისებები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

საბოლოოდ შერჩეული კანდიდატი გაივლის პროფესიულ გადამზადებას, გაეცნობა ბრენდის კორპორატიულ კულტურას, მუშაობის სტანდარტებს და დაეუფლება პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტოსურათი 3x4-ზე ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: tmprojectvacancy@gmail.com გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისი პროფილის მქონე კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე