სარეკლამო აგენტი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სარეკლამო აგენტი - ზუგდიდი
მომწოდებელი: ლაივპრესი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 5 მარ
ინტერნეტ გამოცემა "ლაივპრესი" (Livepress.ge) აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტების პოზიციებზე.

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
სამუშაო განაკვეთი: სრული

სარეკლამო აგენტის ფუნქცია/მოვალეობები: ადგილობრივ ბიზნეს წარმომადგენლებთან დაკავშირება და `ლაივპრესის` სარეკლამო/სასპონსორო პაკეტების შეთავაზება და გაყიდვა (იხილეთ სამუშაოს დეტალური აღწერა)

ხელფასი: შეთანხმებით

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 17 წელს ზევით (ზედა ზღვარი არ არის შეზღუდული)
** საშუალო განათლება (აუცილებელი), უმაღლესი განათლება (სასურველი)
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა (აუცილებელი)
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე (არააუცილებელი)

აპლიკაციების მიღების დაწყების თარიღი: 12/02/2018
დასრულების თარიღი: 05/03/2018

აპლიკანტებმა საკუთარი CV უნდა გადმოგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@innova.ge

შენიშვნა: წერილის სათაური აუცილებლად უნდა შეიცავდეს დამსაქმებელი ორგანიზაციის სახელს (მაგალითად, ელ. წერილის სათაური: სარეკლამო აგენტის ვაკანსია - ლაივპრესი)

აპლიკანტების შერჩევის პროცესი ჩატარდება 2 ეტაპად:

** 1-ელი ეტაპი: 6 მარტს შეირჩევიან სასურველი კანდიდატები (მოხდება აპლიკანტთა გადარჩევა);
** მე-2 ეტაპი: 7-8 მარტს ჩატარდება ინტერვიუ/გასაუბრება წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან.
** შერჩეულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი გაყიდვის პროცესის ყოველდღიურ წარმართვაში.

სარეკლამო აგენტის სამუშაოს დეტალური აღწერა:

** სთავაზობს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს სარეკლამო შეთავაზებას.
** მომსახურებას უწევს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს.
** წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად, ყოველდღიურად უკავშირდება პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს, აცნობს და სთავაზობს მათ სარეკლამო შეთავაზებას (მომსახურების ჩამონათვალი, ფასი, პირობები, ფასდათმობის პირობები და ა.შ.)
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს უზრუნველყოფს ჩატარებული სამუშაოს თავმოყრას და ორგანიზებას ელექტრონული ფორმით.
** ათანხმებს და აკორექტირებს პოტენციური მომხმარებლების სიას (მომდევნო კვირის სამუშაო გეგმას) მენეჯერთან ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს.
** წინასწარ სწავლობს პოტენციურ მომხმარებლებს/მათ პრეფერენციებს და შესაბამისად აკორექტირებს სარეკლამო შეთავაზებას.
** სწავლობს და ეცნობა რეგიონის ბაზარს, ადევნებს თვალს რეგიონის განვითარებას ბიზნესის ჭრილში (ახალი ბიზნეს-ობიექტების გახსნა, ძველის დახურვა, ძველის გადაადგილება და ა.შ.), აკორექტირებს და ასწორებს პოტენციური და არსებული მომხმარებლების საკონტაქტო მონაცემებს.
** უზრუნველყოფს მენეჯმენტს კონკურენტების შესახებ ინფორმაციით (კონკურენტების ფასები, შეთავაზება, კლიენტები და ა.შ.)
** იძლევა დასაბუთებულ რეკომენდაციებს შეთავაზების (მომსახურება, ფასი, და დათმობა) კორექტირებასთან დაკავშირებით.
** აანალიზებს და სწავლობს არსებული და პოტენციური მომხმარებლების შესაძლო/არსებულ პრობლემებს, ცდილობს, მოუძებნოს მათ გადაწყვეტა ოპტიმალური მომსახურება/ფასის შეთავაზების გზით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე