საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა მოსამზ. კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა მოსამზ. კურსი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
ევროპის აკადემიური ცენტრი იწყებს მსმენელთა მიღებას საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკატო გამოცდის საგაზაფხულო სესიის მოსამზადებელ კურსზე.

სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირება საკანონმდებლო მოთხოვნაა, რომლის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს კადრების შერჩევას.

მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა: 32 საათი
საქართველოს კონსტიტუცია: 6 სთ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი: 18 სთ.
ზოგადი უნარები: 8 სთ.
სწავლა დაიწყება 1 მარტიდან
მეცადინეობის განრიგი: კვირაში 2 დღე, 2 საათიანი ლექციები.

მოსამზადებელი კურსის საფასურია 250 ლარი.
საფასურში შედის სასწავლო მასალები და სერტიფიკატი.

მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/2ySvaG ან დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234; 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293, 592700066

ქ. ზუგდიდი, შოთა კიტიას 9
ტელ: 599 334 700; 596 78 77 00
ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge/
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე