სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ევროპული ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
ევროპული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე სრული განაკვეთით.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება მედიკამენტების პრეზენტაცია ექიმებთან და ფარმაცევტებთან;
** პორტფელში არსებულ პროდუქტებზე სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და შესრულება;
** შუალედურ მომხმარებელთან მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობების აწყობა;
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, და/ან სამოქმედო გეგმის შესახებ;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა - სასურველია.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** უცხო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.

კომპანია გთავაზობთ:

** კონკურენტულ ხელფასს (დამოკიდებულია აპლიკანტის გემოცდილებაზე და არანაკლებია 1000 ლარზე);
** ბონუსურ სისტემას
** კარიერულ ზრდასა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: office@flow.ge 2018 წლის 15 მარტამდე.

მხოლოდ კანდიდატთა გარკვეულ ნაწილთან მოხდება გასაუბრებისათვის დაკავშირება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე