პროფესიული გადამზადება დასაქმებისთვის
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროფესიული გადამზადება დასაქმებისთვის
მომწოდებელი: პროფესიული კოლეჯი სპექტრი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 2 მარ
ქ. თბილისის მერიის დაფინანსებით, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი" ახორციელებს პროექტს "პროფესიული გადამზადება დასაქმებისთვის".

პროექტი მოიცავს სამუშაოს მაძიებელ პირთა პროფესიული უნარების განვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, სოციალური ინტეგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობას.

მოკლევადიან პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2018 წლის 2 მარტის ჩათვლით.

პროექტში ჩართული ბენეფიციარები სრულიად უფასოდ გადამზადდებიან შემდეგ მიმართულებებზე:

** ამზომველ-გეოდეზისტი
** ელექტრიკოსი
** ვენტილაციის და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე
** ინტერნეტ ტექნოლოგი.

პროექტში დაშვების წინაპირობები:

** პირი, რომელიც რეგისტრირებულია ქ. თბილისში;
** პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** მინიმუმ საბაზო განათლების (9 კლასი) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** 2 ფოტო სურათი (3x4).

პროგრამაზე რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ საზოგადოებრივ კოლეჯში "სპექტრი":

მის.: თბილისი 0168, ბ. ჭიჭინაძის ქ. #10 (აფრიკის დასახლება)
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.spectri.org
Facebook: www.facebook.com/spectri
მოგვწერეთ: spectriproject@gmail.com
დაგვირეკეთ: 2 401687, 2 401692, 577 752474, 577 900448
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე