ტენდერი ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2015 დანერგვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2015 დანერგვაზე
მომწოდებელი: GIZ
გამოქვეყნდა: 13 თებ / განახლდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 2 მარ
თანდართული ფაილი: 166190-giz-tender-iso.zip
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი სამუშაო/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 02.03.2018 -ის 16:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში შინაარსობრივი შემოთავაზება. გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ან ინგლისურ და ქართულ ენაზე

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ-ს 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. კურსის ცვალებადობის გათვალისწინებით გთხოვთ შემოთავაზებები წარმოგვიდგინოთ აშშ დოლარში, გადახდა კი იწარმოებს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღის ეროვნული ბანკის კურსით.

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

** სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
** ტენდერის დასახელება: ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2015 დანერგვა
** წარწერა "კონფიდენციალურია";
** გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში

ბატონ კოტე ჩაჩანიძეს
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი

მიუთითეთ პროგრამის ნომერი 17.2129.9-004.00
და აგრეთვე ნომერი 83281238

და დანომრეთ კონვერტები (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

ტენდერის მიმდინარეობისას შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:

ქალბატონ ეთუნა ჩაჩანიძეს
eter.chachanidze@giz.de
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე