დასუფთავების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
"Holiday Inn" არის "InterContinental Hotels Group"-ის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მსოფლიოში ოთახების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი სასტუმროთა ჯგუფია. "Holiday Inn Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

განყოფილება: დასუფთავების დეპარტამენტი;
მოახსენებს: დასუფთავების მენეჯერს, დასუფთავების მენეჯერის ასისტენტს, დასუფთავების ზედამხედველს;

საჭირო უნარები:

** ადმინისტრაციული პრინციპების ცოდნა;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კარგი საკომუნიკაციო უნარები;
** კარგი ორგანიზაციული უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა.

მოვალეობები:

** სასტუმროში განთავსებული ყველა ნომრის მომსახურება Holiday Inn-ის სტანდარტების შესაბამისად;
** დაკარგული ნივთების შესაბამის სივრცეში მოთავსება;
** პასუხისმგებლობა კორიდორის მონაკვეთის სისუფთავეზე, მათ შორის ხალიჩის, პლინთუსის, ნახატების, შვერილების, სკამებისა და მაგიდების;
** ლოგინის გადასაფარებლების, ზეწრების, საბნებისა და სახშაპის ფარდების ხშირი წმენდა და დასუფთავების დეპარტამენტში აღრიცხვა;
** შესაბამისი ფორმის შევსება ყოველი ცვლის ბოლოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ურიკების საჭირო სასაწყობე რაოდენობა;
** Holiday Inn-ის სტანდარტების შესაბამისად ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შეტყობინება;
** გაეცნოს კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესებს და შეასრულოს თავისი მოვალეობა ამ პროცედურების შესაბამისად;
** უზრუნველყოს მთელი აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს შესაბამის პირებს;
** დარწმუნდეს, რომ წუნდებული თეთრეული სწორადაა აღმოჩენილი;
** გაუწიოს სტუმარს მომსახურება სპეციალური მოთხოვნის შემთხვევაში.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2018 წლის 13 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე