მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: eMoney
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
"eMoney" არის პირველი და უმსხვილესი ქართული მულტისავალუტო ელექტრონული საფულე, რომლის გამოყენებაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.

"eMoney" მრავალფუნქციური ვებ გვერდია, რომელიც გაძლევთ საშუალებას:

** ისარგებლოთ 6 კრიპტოვალუტის - ეთერიუმის, დეშის, ბითკოინის, ლაითკოინის, რიპლისა და ბითკოინ ქეშის სერვისებით: შეიძინოთ, გაყიდოთ, მიიღოთ ან გააგზავნოთ
** მიიღოთ საერთაშორისო გზავნილები სახლიდან გაუსვლელად
** გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები
** გაანაღდოთ თანხა მარტივად - ონლაინ კაზინოებიდან
** ისარგებლოთ 500-ზე მეტი გადახდის სერვისით
** შეავსოთ ონლაინ თამაშების ბალანსი - eMoney საქართველოში Xsolla-ს ოფიციალური პარტნიორია

სააქციო საზოგადოება "იმანი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 29
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება მარკეტინგის განხრით;
** ფინანსური პროდუქტების ცოდნა, სასურველია საფინანსო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგარმების Microsoft Office (Word, PowerPoint, Project, Outlook) მათ შორის Excel-ის კარგ დონეზე ცოდნა;
** Wordpress ან სხვა ბლოგ პორტალების ცოდნა, ბლოგების წერის და მართვის გამოცდილება;
** გამართულად წერის უნარი ქართულ ენაზე, ტექსტებთან მუშაობის და ტექსტური გვერდების რედაქტირების გამოცდილება;
** Display და Content მარკეტინგის ცოდნა და გამოცდილება;
** უცხო ენები: ინგლისური და რუსული სავალდებულო;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კრეატიულობა;
** გუნდურობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური ქსელებში მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** Facebook
** Instagram
** ბლოგების წერა და ბლოგ გვერდის მართვა;
** SEO ოპტიმიზაცია;
** კონტენტ მარკეტინგი;
** არსებული და ახალი ტექსტების კოპირაიტინგი, რედაქტირება და თარგმნა;
** ტექსტური მარკეტინგული ინფორმაციის ხარისხიანად და ეფექტურად ორგანიზება, ჩამოყალიბება, შექმნა, და განთავსება შესაბამის არხებში;
** ყველა სახის სარეკლამო (სატელევიზიო, რადიო, ბეჭდური მედია, გარე რეკლამა და ა.შ) აქტივობების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების მართვაში ჩართულობა;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება;
** მიმდინარე ტრენდებში გარკვევა, ანალიზი და საჭიროების მიხედვით გამოყენება/დანერგვა;
** Google Analytics;
** მარკეტინგულ პროექტებში ჩართულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე: hr@emoney.ge და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მარკეტინგის სპეციალისტი" .

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 13 მარტი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე