მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: მოგო
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 26 თებ
კომპანია "მოგო", აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსის პოზიციაზე, თბილისში, პრობლემური სესხების მართვის დეპარტამენტში.

"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Mogo Finance" შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ესტონეთსა და საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://www.mogo.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტზე არსებული საკონტაქტო მონაცემების ანალიზი, მოძიება, დაკავშირება და ინფორმაციის განახლება.
** კლიენტების მონაცემთა მოპოვების ახალი არხების მუდმივი ძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავსი მიმართულებით/სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საძიებო სისტემებისა და კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** დაკვირვებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებს.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ 2018 წლის 26 თებერვლამდე მისამართზე - hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე