სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: ჯთრ
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 1 მარ
შპს "ჯთრ" აცხადებს კონკურსს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა მწარმოებლის ("პრარაბის") პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მშენებლობის (სარემონტო სამუშაოების) პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** სამუშაოს ხარისხის კონტროლი (მშენებლობა, რემონტი);
** პროექტის მიმართულებების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უშუალოდ განხორციელება;
** სამშენებლო სამუშაოს დაგეგმვის და შესრულების კონტროლი; ყოველდღიური მეთვალყურეობა, ქვე-კონტრაქტორების და პერსონალის ზედამხედველობა;
** გეგმების, ნახაზების და სხვა დოკუმენტაციის გადამოწმება;
** სამუშაოს და მასალების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა და მისი დადასტურება;
** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა, საჭიროებისამებრ მოლაპარაკებების წარმოება, პროექტის რისკების, რეპორტინგის და პრობლემების აქტიურად მართვა;
** მის ობიექტზე დასაქმებული ოსტატებისა და მუშების უშუალო ხელმძღვანელობა;
** შესასრულებელი სამუშაოების დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების შედგენა;
** შესრულებული სამუშაოების (ფორმა 2-ების), მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკურ, ან მონათესავე სფეროში;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო-სარემონტო სფეროში;
** სამშენებლო- სარემონტო სისტემების კარგი ცოდნა;
** თანამედროვე სამშენებლო-სარემონტო მასალებისა და ტექნოლოგიების კარგად ცოდნა;
** სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზრის ცოდნა (შემომტანები, ბაზები, ფასები);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება (მაღალი) შეთანხმებით.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: gtrgeorgia@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 1 მარტი 2018 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე